Wednesday, 20 July 2016

მეცხრე დღის რეფლექსია



       დიდი შრომის დასკვნითი დღე. დღევანდელი დღე დავუთმეთ პრეზენტაციების წარდგენას. სხვადასხვა საგანში  მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები.
თითოეულმა პრეზენტატორმა მივიღეთ უკუკავშირი-საინტერესო და ღირებული რეკომენდაციების სახით.მადლობა ჩვენ საყვარელ ქალბატონ ლალის და ჯგუფის ყველა წევრს-რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ეს შეხვედრები ნაყოფიერი და შედეგიანი ყოფილიყო.

Sunday, 17 July 2016

მერვე დღის რეფლექსია



             დღე ჩემთვის დატვირთული იყო.
 მოვაწესრიგეთ პორტფოლიო: გავხსენით ექვსი საქაღალდე.სადაც განვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები, ვისწავლეთ ბლოგში გვერდების ჩამატება. სახლში ნამუშევრებს გადავხედავთ, ჩავასწორებთ თუ რაიმე არ მოგვეწონება. მოვამზადებთ პრეზენტაციას თემაზე ,,სიცოცხლის ელექსირი".

Saturday, 16 July 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

       
        მეექვსე დღე გამიცდა. ვესწრებოდი შიდა შეფასების ჯგუფის ტრენინგს.
ამიტომ დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან დატვირთული იყო. დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შემდეგ კი ამ სავარაუდო ნაშრომის შეფასებების ადაპტირება მოვახდინეთ.ვისწავლეთ სურათების გადმოწერა და ჩასმა პრეზენტაციაში, რომელიც გაკეთებულია Pover Point-ში.
      დღემ ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა.  მადლობა ქალბატონ ლალის!

Sunday, 10 July 2016

მეხუთე დღის რეფლექსია



    მე-5 ტრენინგ დღე მიმართულების მიმცემი კითხვების სტრუქტურის  გახსენებით დავიწყეთ, გავაანალიზეთ ნამუშევრები.  შემდეგ გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს, თითოეულ საფეხურზე რა მეთოდს იყენებს მასწავლებელი და რა ინსტრუმენტს გვთავაზობს. ვისწავლეთ ფაილის  Google Drive-ში ატვირთვა.
    დღე ჩემთვის ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო იყო.

Saturday, 9 July 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო:  დავაკორექტირეთ პროექტის მიზნები და ამოცანები.
ვუირტუალურ ჯგუფში ვითანამშრომლეთ კოლეგებთან-დავუკომენტარეთ პოსტები.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ-ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.განვათავსეთ ბლოგზე და ვისწავლეთ მისი გადატანა პროექტის შაბლონში.
სახლში სახელმძღვანელოს იმ ნაწილს წავიკითხავთ სადაც მიმართულების მიმცემი კითხვები და მათი რუბრიკებია.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები




ზოგადი კითხვა:
           რატომაა წყალი  უნიკალური?

თემატური კითხვები:

  •    რატომ უნდა გამოვიკვლიოთ  წყალი?
  •    როგორ ხდება იონთა კვლევა წყალში?                                       

შინაარსობრივი კითხვები:

  • რას უწოდებენ კალციუმის და მაგნიუმის იონების შემცველ წყალს?
  • როგორ აღმოვაჩენთ ამ იონებს წყალში?
  •  რომელ ექსპერიმენტს ჩაატარებთ წყალში იოდ-იონის აღმოსაჩენად?
  • რას გავაკეთებთ სიხისტისა და იოდდეფიციტის აღმოსაფხვრელად?      

Friday, 8 July 2016

პროექტის მიზნების და ამოცანების საფუძველია

                 ესგ-ს სტანდარტი:
        კვლ.X.2-მოსწავლემ უნდა შეძლოს კვლევითი პროცედურის განხორციელება (ჩაატაროს ექსპერიმენტი,აწარმოოს დაკვირვება,გაზომვა და აღრიცხვა).
       კვლ.X.3- მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაცემემები წარმოადგტინოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით (გამოიყენოს ცხრილები, დიაგრამები, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები)
       კვლ.X.4 -მოსწავლემ უნდა მოახდინოს მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება
                 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
             კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.
             ისტ-ის წიგნიერება.
             სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები.

მესამე დღის რეფლექსია

    დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის- გავიმეორეთ პროექტით სწავლების ეტაპები. განსაკუთრებით გამოვყოფ ბროშურის შექმნის პროცესს- მის როგორც თეორიულ ისე ტექნოლოგიურ მხარეს.    ვისწავლე პროექტის  მიზნების განსაზღვრა- ესგ- ს სტანდარტებზე  და 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებზე დაყრდნობით და რა შედეგზე უნდა გავიდეთ.
    ჩვენი დავალებაა: ამონარიდები ესგ-დან სასწავლო მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის, ბროშურის შექმნა და გამოქვეყნება, ვიმუშავებ პროექტის გეგმის შაბლონზე.

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები:

              მოსწავლეები შეძლებენ :

   * კვლევითი პროცედურის განხორციელებას მათ მიერ არჩეულ წყაროს წყალზე.   

    *  ჩაატარებენ ექსპერიმენტს , დაადგენენ კალციუმის, მაგნიუმის და იოდის იონთა როგორც რაოდენობრივ, ისე თვისობრივ შემცველობას.

   * კვლევაზე დაფუძნებულ მონაცემებს წარმოადგენენ როგორც ცხრილის,ისე დიაგრამის საშუალებით.

   *მოსწავლეები მოახდენენ მიღებული შედეგების ანალიზს-კერძოდ დასახავენ,როგორც სიხისტის, ისე იოდდეფიციტის თავიდან აცილების გზებს.

   *მოახდენენ სასკოლო საზოგადოების  და ქალაქის მოსახლეობის ინფორმირებას: დაარიგებენ მათ მიერ შექმნილ ბუკლეტებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.

Wednesday, 6 July 2016

პუბლიკაცია პროექტზე: ,,სიცოცხლის ელექსირი"

         მტკნარი სასმელი წყალი ყველაზე ძვირი და დეფიციტური ნედლეული იქნება ჩვენ ათასწლეულში-ასეთია გაეროს მონაცემები. დღეს 2.8 მილიარდი ადამიანი მოკლებულია კარგი ხარისხის სასმელ წყალს.
         თელავი განთქმულია ორგანოლეპტური თვისებებით გამორჩეული წყაროებით. ამ გემურ თვისებებს განაპირობებს მასში არსებული იონები. ჩვენი წყლების სიხისტე შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. ადუღების შედეგად ჩაიდანში თეთრი მინადუღი მასში  Ca2+,  Mg2+, HCO3-, SO42-, Cl-   იონების არსებობაზე მიუთითებს.   Ca-ის და Mg-ის იონებით გამოწვეული სიხისტე და მისი აცილების გზები იქნება პროექტში განხილული.   დავადგენთ,რომ თელავის წყლებში არ არის  I-  იონები, რომლის დეფიციტი იწვევს ფარისებური ჯირკვლის დაავადებას. მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იოდდეფიციტის, იოდდეფიციტით გამოწვეული დაავადებების შესახებ და გავუზიაროთ მათი აღმოფხვრის გზები.

პუბლიკაცია პროექტზე: ,,სიცოცხლის ელექსირი"

         მტკნარი სასმელი წყალი ყველაზე ძვირი და დეფიციტური ნედლეული იქნება ჩვენ ათასწლეულში-ასეთია გაეროს მონაცემები. დღეს 2.8 მილიარდი ადამიანი მოკლებულია კარგი ხარისხის სასმელ წყალს.
         თელავი განთქმულია ორგანოლეპტური თვისებებით გამორჩეული წყაროებით. ამ გემურ თვისებებს განაპირობებს მასში არსებული იონები. ჩვენი წყლების სიხისტე შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. ადუღების შედეგად ჩაიდანში თეთრი მინადუღი მასში  Ca2+,  Mg2+, HCO3-, SO42-, Cl-   იონების არსებობაზე მიუთითებს.           გამოკვლევით დავადგენთ,რომ თელავის წყლებში არ არის  I-  იონები, რომლის დეფიციტი იწვევს ფარისებური ჯირკვლის დაავადებას. მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია და გავუზიაროთ მისი აღმოფხვრის გზები.

         თეთრი წყლების წყაროს წყალი არ გამოირჩევა გემოვნური თვისებებით.რატომ? მასში დგინდება   იმავე იონების შემცველობა,რაც თელავის წყაროს წყლებში და დამატებით  S2- იონისაც.  სულფიდ იონის შემცველობა წყლის გემურ თვისებებს აუარესებს, მაგრამ სძენს სამკურნალო თვისებებს. მისი გამოყენება მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს. ამ წყაროს ბაზაზე შეიძლება განვითარდეს მცირე ტიპის  საკურორტო ინდუსტრია.

Sunday, 3 July 2016

მეორე დღის რეფლექსია

      პირველ დღეს ძალიან შევშფოთდი, მეგონა თავს ვერ გავართმევდი. დღეს კი  შევქმენი ბლოგი, შევარჩიე იდეა პროექტისათვის ესგ-სა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. პუბლიკაციის სათაური, პუბლიკაცია  ჩავწერე და  გამოვაქვეყნე.  ვგეგმავ უფრო საინტერესო გავხადო ქიმიის სწავლების პროცესი და დღეს შეძენილი ცოდნა ამაში დამეხმარება.
         დიდი მადლობა ჩვენ ენერგიულ და საყვარელ ტრენერს.