Wednesday, 6 July 2016

პუბლიკაცია პროექტზე: ,,სიცოცხლის ელექსირი"

         მტკნარი სასმელი წყალი ყველაზე ძვირი და დეფიციტური ნედლეული იქნება ჩვენ ათასწლეულში-ასეთია გაეროს მონაცემები. დღეს 2.8 მილიარდი ადამიანი მოკლებულია კარგი ხარისხის სასმელ წყალს.
         თელავი განთქმულია ორგანოლეპტური თვისებებით გამორჩეული წყაროებით. ამ გემურ თვისებებს განაპირობებს მასში არსებული იონები. ჩვენი წყლების სიხისტე შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. ადუღების შედეგად ჩაიდანში თეთრი მინადუღი მასში  Ca2+,  Mg2+, HCO3-, SO42-, Cl-   იონების არსებობაზე მიუთითებს.           გამოკვლევით დავადგენთ,რომ თელავის წყლებში არ არის  I-  იონები, რომლის დეფიციტი იწვევს ფარისებური ჯირკვლის დაავადებას. მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია და გავუზიაროთ მისი აღმოფხვრის გზები.

         თეთრი წყლების წყაროს წყალი არ გამოირჩევა გემოვნური თვისებებით.რატომ? მასში დგინდება   იმავე იონების შემცველობა,რაც თელავის წყაროს წყლებში და დამატებით  S2- იონისაც.  სულფიდ იონის შემცველობა წყლის გემურ თვისებებს აუარესებს, მაგრამ სძენს სამკურნალო თვისებებს. მისი გამოყენება მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს. ამ წყაროს ბაზაზე შეიძლება განვითარდეს მცირე ტიპის  საკურორტო ინდუსტრია.

No comments:

Post a Comment